მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან

მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან, რომელიც მესამე პრეზიდენტმა გუშინ გამოგზავნა, “შაბათის მთავარის” ეთერში, თამარ ბაღაშვილმა წაიკითხა:

“ამათ უნდათ რომ ჩვენ დაგვაშინონ, სინამდვილეში კი თვითონ ეშინიათ. უნდათ რომ სულისკვეთება დაგვიკარგონ, სინამდვილეში, სახეზე აწერიათ რომ ძალიან ნირწამხდრები არიან. ახლა მთავარია არ გაჩერება და პირიქით, დაჩქარება. ეს ჭაობი დაშრება” წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ მიმართვაში

უკვე 16 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.

წინა სტატიაშიპოლიციამ ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქტივისტების დაკავება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: “სადაც თენგიზ კიტოვანი დგას, იქ საქართველო არ დგას, სადაც ტრისტან წითელაშვილი დგას, იქ საქართველო არ დგას”