მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო „საჭიროებისამებრ ერთვება“.

„ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად მართავს, ასევე კლინიკა სადაც პაციენტი იმყოფება. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, როდესაც ამის მოთხოვნა იყო, ახლა ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ პარტიის რიგები და თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი – უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია