მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, თავს სუსტად გრძნობს და უახლოეს დღეებში უცხოელ ექიმს ელოდებიან, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის

„მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია.” განაცხადა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 დეკემბრისთვის
შემდეგი სტატიანინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ხვალ ინფორმაციას გაავრცელებს