მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი – ჩვენ მოვედით სიყვარულთან და არა კომენტარების გასაკეთებლად

ჩვენ მოვედით სიყვარულთან და არა კომენტარების გასაკეთებლად, – ამის შესახებ რომში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომელიც სხვა ემიგრანტებს პირველ არხთან კომენტარის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. როგორც მან აღნიშნა, რომში სიყვარულთან მოვიდნენ და არა კომენტარებისთვის.

მანამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საქართველოს ყოფილს პრეზიდენტს იდეებს გაუზიარებენ და ეტყვიან, რომ ღირსეული მამულიშვილია.

„იმას ვეტყვი, რომ არის ღირსეული ქართველი და მამულიშვილი. იდეები გვაქვს და მივაწვდით“, – განაცხადა სააკაშვილის მხარდამჭერმა.

ქართველი ემიგრანტების ნაწილი შეხვედრაზე ვერ მოხვდა. ისინი საპროტესტო აქციას რომში, „რესპუბლიკის მოედანზე“ მართავენ. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსხვავებული აზრის გამო არ შეუშვეს.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მისცეს. ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ კამერები შეუშვეს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოძრაობის „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ იმართება.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.

banner
წინა სტატიაშირომში ლიეჟის მსგავსად, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე, პროვოკაციის მოწყობა სცადეს
შემდეგი სტატიაარც ისეთი გიჟია ივანიშვილი, რომ არ იცოდეს, რომ ხალხს ამცირებს, მაგრამ ამას აკეთებს შეგნებულად