მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივად მოხდა, მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადმოინაცვლეს.

„ეს მილიციაც აღარაა, რასაც აკეთებენ. ასე იქცევა პირადი ძაღლობა. ეს პოლიციის ქმედება ხომ ნახეთ თქვენ თვითონ. ჯიხურის თავზე ადამიანი იდგა და დროშას აფრიალდება, მერე რა?! რა მოხდა?! მივიდნენ, დაუწყეს ცემა, გაზის შესხმა და გამოიწვიეს ის, რომ ადამიანებს აწვებიან აქეთ და ბუნებრივია გადაიკეტება ეს გზა. ასეთი უტვინო, უგუნური ველურობა. ეს არის პირდაპირ დავალება – ხომ ვამბობთ, რატომ არ უნდა მოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ასეთი ამბავი ხდება… პოლიციელი რომ „მელკი“ პროვოკატორი გახდება, იმ ქვეყნის ამბავი წასულია, ასე შევარდნაძის ძაღლობაც არ იქცეოდა, ესენი რომ იქცევიან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – მიხეილ სააკაშვილის საქმეში აბსურდულობის რამდენიმე ასპექტია
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო