მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია – უცხოური მედია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე წერს

საერთაშორისო მედია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ სტატიებს აქვეყნებს და მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

Euronews-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა მოითხოვეს, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. გარდა ამისა, მედია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას დაცვის მხრიდან ცუდ მოპყრობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 10 ნოემბერს, საქართველოს მთავრობას დაავალა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

Reauters-ი ქართველ უფლებადამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში არასათანადოდო ეპყრობიან და სასწრაფოდ საჭიროა მისი გადაყვანა სპეციალური მკურნალობის ინტენსიური თერაპირიის განყოფილებაში.

France24 აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ, ექიმების რჩევის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა ციხის საავადმყოფოდან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა ექსპერტების ჯგუფმა ოთხშაბათს დაასკვნეს, რომ ყოფილი პეზიდენტის ამჟამინდელი სტატუსი შეფასებულია, როგორც კირიტიკული და რომ უახლოეს მომავალში მას ფატალური გართულებების რისკი ემუქრება.

გამოცემა წერს Amnesty International-ის განცხადებაზეც, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადგილი აქვს “შერჩევით სამართალს” და “პოლიტიკურ შურისძიებას”.

“53 წლის პროდასავლურმა რეფორმატორმა განაცხადა, რომ მას ციხეში მცველები თავს დაესხნენ და მისი სიცოცხლე საფრთხეშია”, – ნათქვამია France 24-ის სტატიაში.

წინა სტატიაშისაქართველო კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსის მიხედვით, გერმანიასთან, შვედეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია
შემდეგი სტატიაკობახიძე – კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას