მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება – სოფო ჯაფარიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ შიმშილობის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და უკვე კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

“უკვე 28-ე დღეა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. ის სასწრაფოდ, მყისიერად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას მრავალპროფილურ კლინიკაში. ციხეს ჰყავს კონტრაქტორი კლინიკები, მაგალითად „ვივამედი“, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა და ასე შემდეგ. თუ პოლიტიკურად მოტივირებული არ არის ის გადაწყვეტილება, რასაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იღებენ, მაშინ თავისუფლად უნდა მოხდეს ამის დაკმაყოფილება”, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირანაირი ძველი ბიჭები არიან, ადამიანი ციხეში ზის და კიდევ რას მოითხოვთ სადაური ძველი ბიჭები არიან
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი – რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია