მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე მედიკოსების ნაწილი კარლ ჰარცელთან შეხვედრას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე მედიკოსების ნაწილი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას ითხოვს. მედიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეიკრიბნენ და ელჩ კარლ ჰარცელს განცხადებით მიმართეს. მიმართვაში ისინი ითხოვენ მასთან შეხვედრას და ამასთან, განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როგორც მანანა ჯებაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და აღნიშნა, რომ „სამედიცინო ჩარევის გარეშე, მას არ აქვს დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენილი“.

​„შევიტანეთ განცხადება, რომელშიც დეტალურად გვაქვს აღწერილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, მას აქვს რამდენიმე ორგანოს პათოლოგია, აღვწერეთ მისი გართულებები და გამოსავალი, ვასაბუთებთ, რომ მას არ აქვს დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენილი, თუ არ მოხდა სამედიცინო ჩარევა. მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა და სარეაბილიტაციო ცენტრი. ეს ყველაფერი თუ არ მოხდა სასწრაფოდ, ლეტალურად დამთავრდება. ჩავაყენეთ საქმის კურსში ევროკავშირის წარმომადგენლობა. ვფიქრობთ, უფრო აქტიურად დაინტერესდება ევროკავშირი ამ საკითხებით და დაგვეხმარება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაში“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი, აშშ-ის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანება, ერთად დგომა და ერთობლივი მუშაობისკენ ძალისხმევის მიმართვა – დეგნანი
შემდეგი სტატიამოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობა არ მისცა და პროცესი გადადო