მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმის საქმიანობაზე ლომჯარია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ხელმძღვანელს ესაუბრა

სახალხო დამცველის შეხვედრები სტრასბურგში – ნინო ლომჯარია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანს, რეჯის ბრილატს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის გავრცელებული ინფორმაციით, ლომჯარიამ ​რეჯის ბრილატს ინფორმაცია მიაწოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის საქმიანობის შესახებ.

განიხილეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკითხები.

 

26 იანვარს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანს რეჯის ბრილატს შეხვდა.
✅ სახალხო დამცველმა კომიტეტს მადლობა გადაუხადა გასულ წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის, რამაც სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებას ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრობლემებით.
✅ ნინო ლომჯარიამ რეჯის ბრილატს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და დახურულ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე ინფორმაცია მიაწოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის საქმიანობის შესახებ.
✅ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების მდგომარეობა განიხილა, ხაზი გაუსვა მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას და წამების პრევენციის კომიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დახურული დაწესებულების მონიტორინგის საკითხის დღის წესრიგში დაყენება სთხოვა.
✅ ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის დახურვის დეტალებზე და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატმა ინსტიტუციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
✅ დახურულ დაწესებულებებში არსებული გამოწვევების ერთობლივ ფორმატში განსახილველად წამების პრევენციის კომიტეტის წევრები სახალხო დამცველმა საქართველოში მოიწვია.
წინა სტატიაშიპარტია „ქართული ოცნება“ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს ავრცელებს
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი