მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს შეიკრიბება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს 15:00 საათზე შეიკრიბება. ამის შესახებ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, გუშინ, როდესაც მან სააკაშვილი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ყიფშიძის შეფასებით, დღეს ან ხვალ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი არ დგას.

„გუშინ, როდესაც ვნახე, მდგომარეობა იგივე იყო, რაც წინა დღეებში. გუშინ უკეთ დადიოდა, ჰოსპიტალიზაციის საკითხსაც ალბათ კონსილიუმი გადაწყვეტს. კონსილიუმის წევრები ეცნობიან მის ანალიზებს და მერე გადაწყდება სამოქმედო გეგმაც“, – განაცხადა ყიფშიძემ.

banner
წინა სტატიაშინატო-ს პრესსპიკერი – რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ თავდაცვა გავაძლიერეთ
შემდეგი სტატიააზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტებისთვის 10 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა