მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ეს არის ის, რასაც მათგან ველოდებით – ჰარცელი

პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ არ არის ექიმი, მაგრამ მიესალმება, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე მიიღება.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს უკრაინაში, ევროკავშირი სოლიდარობით დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ – ჰარცელი
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა