მიხეილ სააკაშვილის გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში – მელია

ეს არის გატაცება და მეტი არაფერი – ასე აფასებს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას.

ნიკა მელია ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდება, რომელიც მისი თქმით “კიდევ უფრო შემზარავი და მძიმე საყურებელი იქნება ვიდრე ეს იყო რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანის”.

ნიკა მელიას განცხადებით, გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოში არ მიიღება, უბრალოდ აქ სრულდება:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ღარიბაშვილს. ეს გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება რაც არ უნდა ვიღაც ვიღაცეებს ეს ყველაფერი ყურს სჭრიდეს. ეს გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტალიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები.” ამბობს ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საკრებულოს სხდომა კიდე ჩაიშალა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით