15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბინა, რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი ნახეს, ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბინა, რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი ნახეს, ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა.

ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. სხდომაზე ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იკითხება. მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერმინისტრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სააკაშვილისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ.

“მიშა- ვისი ნაქირავები იყო ბინა რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა
ზურა- არ ვიცი
მიშა- ვისი და ვასილ მაღლაფერიძის ზურა. როგორ არ იცი. ზურა იყავი თუ არა 2008 წლის შემდეგ პუტინთან
ზურა- კი
– რატომ
ზურა – იმიტომ რომ დამელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან.
მიშა- რა ურთიერთობები უნდა დაგელაგებინა შე მოღალატე, გვიპყრობდა შენ ხარ მოღალატე!” | სასამართლო პროცესიდან სააკაშვილისა და ნოღაიდელის დიალოგს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ალიევთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
შემდეგი სტატიანოღაიდელი – ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, შენიშვნებს მე ვერ მომცემს