“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს კიდევ უფრო პოლარიზებას ამ ქვეყანაში”

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ ხელს უწყობს ქვეყნის კიდევ ერთხელ პოლარიზებას.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს კიდევ უფრო პოლარიზებას ამ ქვეყანაში. ამ არჩევნებზე, გარდა რეფერენდუმისა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური პოლარიზების დასრულება. ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ იმაზე, გავუშვებთ თუ არა ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან. ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე”. – თქვა მან.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვაშაძემ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა სააკაშვილზე: ვის რატომ უნდა შეეშინდეს, ეს არის კითხვა
შემდეგი სტატიაკობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” : პარადოქსში არიან შესულები