მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ნაწილი აშშ-ში გადააგზავნეს

მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევების ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააგზავნეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემებს და სხვა ლაბორატორიული ტესტების შედეგებს ახლა შტატების წამყვანი კლინიკის მედიკოსები სწავლობენ. უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა თქვან, რა ზიანი მიაყენა 50-დღიანმა შიმშილობამ პრეზიდენტის ჯანმრთელობას.

“მე გადავაგზავნე კომპიუტერული ტომოგრაფიის და MRT-ს კვლევების სურათები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადიოლოგიის განყოფილებაში ერთ-ერთი ჰოსპიტლის და ველოდები მათ პასუხს. პასუხს მივიღებ ალბათ სამშაბათს, დილას. როგორც ხედავთ, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ეს მოსალოდნელი იყო, არ არის გასაკვირი. ადამიანი არ იკვებება და კარგად როგორ უნდა გახდეს?”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი კვლავ ექსპერტიზის მოლოდინშია. სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო კანონის აღსრულებას არ ჩქარობს და მასთან ცენტრ “ემპათიას” მედიკოსებს არ უშვებს.

“ორშაბათიდან იმედი გვაქვს, რომ იქნება სასამართლოს დადგენილება, დაიგეგმება ვიზიტი და ეს ვიზიტები განხორციელდება. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, ხელს არ შეგვიშლიან, ჩავატაროთ ექსპერტიზა იმ მოცულობით, რაც საჭიროა. ჩვენი დიაგნოზები პრაქტიკულად მართლდება და მას შესაძლოა დაემატოს კიდევ სხვა დიაგნოზები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არსებობს გარკვეული ცვლილებები, რაც გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნებოდა. გარკვეული თვეების განმავლობაში არასრულყოფილმა მკურნალობამ და არაადეკვატურმა დიაგნოსტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გერმანიის ელჩი – უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადავცემთ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა
შემდეგი სტატიახერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს