მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია​ – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან წერილს ავრცელებს. ის წერს, რომ მესამე პრეზიდენტი არა უბრალო პოლიტიკური პატიმარი, არამედ სიკვდილმისჯილი პოლიტიკური პატიმარია.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია.

“მინდა იცოდეთ ჩემი პოზიცია – მიხეილ სააკაშვილი არაა უბრალო პოლიტიკური პატიმარი, ჩემგან და ბევრი სხვისგან განსხვავებით, ნამდვილად არაა. ის სიკვდილმისჯილი პოლიტპატიმარი და ყველაზე მასშტაბური მედასავლეთეა, ამიტომ, მის გადარჩენაზე უფრო საჩქარო და მნიშვნელოვანი საკითხი ამ წუთას არაფერია.

ჩემი მთავარი სანერვიულო და საფიქრალიც მიშაა”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

banner
წინა სტატიაშივთხოვ ჩემს ალმა-მატერს, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების პროცესში – ნიკა გვარამია კორძაიას ინიციატივას უერთდება
შემდეგი სტატიამთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა