მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ განაცხადა.

მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დავით სააკაშვილი მიიყვანეს.

„კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული ან იყენებენ თუ არა დავით სააკაშვილის მიმართ იძულების ელემენტებს, საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა დატოვა განყოფილება“, – აღნიშნა დერევიანკომ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრაციული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.

„ეს დაკავება უკანონო იყო. ორშაბათს დავით სააკაშვილის წარმომადგენლები სასამართლოს მიმართავენ. ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა“, – დასძინა მან.

წყარო www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიკოხტას მთაზე ხანძრის ლოკალიზების პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უკვე ჩაერთო
შემდეგი სტატიაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას თავზე დაკვამლიანებაა