მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის

ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

აუსტრევიჩი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც ასე საჭიროა”, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

banner
წინა სტატიაშიახლა გადამწყვეტია, რომ ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს