მიხეილ სააკაშვილის დაკავება ერთ-ერთი მოქმედი ჩინოვნიკის ბინაში მოხდა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი დააკავეს ერთ-ერთი მოქმედი ჩინოვნიკის ბინაში. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო “УНН”. სხვა დეტალებზე ინფორმაციას სააგენტო არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ “ფეისბუკის” საკუთარ  გვერდზე დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დააკავების ფაქტი.
“უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელი ძალოვნები არ გეგმავენ კარვების ქალაქთან დაკავშირებით რამე ქმედების განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენპროკურორი ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს
შემდეგი სტატია სად დააკავეს სააკაშვილი?