მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სააკაშვილის დაცვის მხარემ სარჩელი შეიტანა ადმინისტრაციულ სასამართლოში. იგი თვლის, რომ მიგრაციული სამსახურის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს მიიღოს შესაბამისი სტატუსი, რომელიც დაიცავს მას საქართველოში ექსტრადიციისგან. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო “РБК-Украина”.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გაზი გაიაფდება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში