მიხეილ სააკაშვილის დაავადებების ნუსხა მატულობს – საჭირო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, რათა საშუალება იყოს, რომ ვუმკურნალოთ – თოიძე

საქმე ეხება არა ერთ დაავადებას, არამედ დაავადებათა კომპლექსს, სადაც ერთი მეორეზეა გადაჯაჭვული და განაპირობებს სიმძიმეს – სიმძიმე კი, შესაძლოა, კრიტიკულად შეფასდეს , – ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რომ სააკაშვილისთვის წვეთოვანი გზით კვებითი დანამატების მიწოდება განიხილება, თოიძე ამბობს, რომ ეს „ძალიან ფაქიზი თემა და ურთულესი პრობლემაა“.

„ეს არის ძალიან ფაქიზი და ურთულესი პრობლემა, ვინაიდან, მისი დაავადებების ნუსხა მატულობს. ახლა, შეიძლება, ვისაუბროთ ენერგეტიკულ უკმარისობაზე ცილოვანი კვების დეფიციტის ხარჯზე. შესაბამისად, რა რეჟიმით, რა ცილები და რა ტემპით უნდა მიეწოდოს, ჩემთვის და სხვა ქართველი ექიმებისთვის უცნობია. ამიტომაცაა საჭირო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, რომ შემდეგ საშუალება იყოს, რომ ვუმკურნალოთ იმ დაავადებებს, რომლებიც ერთობლიობაში მანკიერ წრეს ქმნიან“,- განაცხადა ოთარ თოიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია და გარკვეული ცვლილებებია.

„ალბათ, შესაჯერებელი იქნება მონაცემები და ამას ველოდებით. რაღაც ცვლილებები არის. ეს ცვლილებები, შესაძლოა, მძიმე ან მსუბუქი იყოს. სანამ ჩანაწერს არ ვნახავთ, ძნელი სათქმელია. უკვე მე-5 თვეა, ვაპირებ მასთან შესვლას და ვერ შევდივარ. დღესაც იგივე სიტუაცია იქნება ალბათ“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიაზედა-საჩინოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო სახლი დაზიანდა (ფოტო)