მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინაში ელჩს კონსულტაციებზე არ დაიბარებენ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინაში ელჩს კონსულტაციებზე არ დაიბარებენ.

ზალკალიანმა აღარ უპასუხა კითხვას, აღიძვრება თუ არა დამატებითი საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს – “მე რა შუაში ვარ, პროკურატურა ვარ?!”.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდა.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი – სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იმისთვის, რომ გახდეს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი ოლიგარქი”