მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას არ გამორიცხავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს. როგორც ბექა ბასიალაია განმარტავს, არსებობს ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შეთანხმება, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს უნდა გადმოეცეს.

თუმცა, უფლებადამცველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერსაც იხსენებს, სადაც სავარაუდოდ, საქართველოს შს მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურთ. გამომდინარე აქედან, ბასიალაია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს ფარისევლურს უწოდებს.

„ჩვენ კარგად გვახსოვს მინისტრ მღებრიშვილის ჩანაწერები, სადაც ის ეხვეწებოდა რუს პრანკერებს, ვინც უკრაინის შს მინისტრი ეგონა, რომ საქართველოს არ გადმოსცეთ მიხეილ სააკაშვილი, მეც ამას გთხოვთ და პრემიერმინისტრი კვირიკაშვილიც. შესაბამისად, დღეს უმრავლესობის წევრების მხრიდან გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ საქართველოში უნდა მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია და ა.შ. ეს არის ფარისევლობა, თუმცა რამდენადაც არსებობს შეთანხმება ქართულ ხელისუფლებასთან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოეცეს საქართველოს, მოულოდნელი ეს არ იქნება,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაში“მიზანი არის უკრაინის, მთელი მსოფლიოს დაქუცმაცება, დაყოფა და ბატონობა” – ემზარ კვიციანი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიასააკაშვილი, როგორც თევზი წყალში, კრიზისში ისე გრძნობს თავს – გია ხუხაშვილი