მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის სასაზღვრო სამსახურის, შსს-ს და საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ დღეს სარჩელს შეიტანენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დღეს კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, რომელშიც მოითხოვენ სააკაშვილის გაძევებისას საიმიგრაციო სამსახურის, მესაზღვრეებისა და შსს-ს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

„დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში ყველა სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის უკანონო გაძევებაში მონაწილეობდა. მოპასუხეები უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური და შსს იქნებიან“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. დღეს ვარშავაში, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე სააკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციაზე – უსუსური და მატყუარა ხელისუფლება გვყავს
შემდეგი სტატიამაიკლ კარპენტერი: მიხეილ სააკაშვილის გაძევება ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა