მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები “ემპათიას” დასკვნას სტრასბურგში გააგზავნიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ცენტრ “ემპათიას” დასკვნის ავთენტურობა ან რაიმე ტიპის კვალიფიციურობა ეჭვის ქვეშ არ დგას და მას სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს დაურთავენ.

“ჩვენ ველოდები ამ დასკვნას და ამჟამად მას ვსწავლობთ დიდი ყურადღებით. დასკვნის ავთენტურობა ან რაიმე ტიპის კვალიფიციურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც უნდა ბევრი ისაუბრონ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. არცერთი საფუძველი ან არცერთი ეჭვი, გამოთქმული ოფიციალურ დონეზე, გარდა იმ ჭორაობისა, რასაც ხშირად ვისმენთ ხელისუფლებისგან ამ ეტაპზე არ არის დაფიქსირებული, ამიტომ არანაირი კითხვები ამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ვაპირებთ მის გამოყენებას ყველა სამართლებრივ დონეზე როგორც ეროვნულ სასამართლოებში,ასევე, საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”,- ამბობს შოთა თუთბერიძე.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის ექსპერტი: თუკი „ომიკრონი“ უახლოეს პერიოდში შემოვა, მისი სწრაფი გავრცელებადობიდან გამომდინარე, ეპიდვითარების მართვა ძალიან რთული იქნება
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: ასეთი შერიგება, რომლიც ღვთის გარეშეა, არ უნდა მივიჩნიოთ შესარიგებელ საფუძვლად