მიხეილ სააკაშვილის 11 წლის ვაჟი კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში დააკავეს |ვიდეო|

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი 11 წლის შვილი და პიროვნება, რომელიც მას თან ახლდა (საქართველოს სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი), დააკავეს კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში.
მან “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დაკავებულები ორი საათია, რაც ცალკე ოთახში იმყოფებიან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე.
სიციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ვიდეოც, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ “ეს ყველა კანონის დარღვევაა” და მოითხოვს დაკავებული შვილის და მისი თანმხლები პირის განთავისუფლებას. “პეტია, შენ მოგეწონებოდა, რომ შენს შვილს ასე მოექცნენ?”, – შეკითხვით მიმართავს იგი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

https://youtu.be/o7xU04XARRo

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში იარაღის სამალავი იპოვეს
შემდეგი სტატიაშოტლანდიაში აფხაზ “ბოევიკთა” მემორიალის დემონტაჟი მოხდება