მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

საკსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ასლან აბაშიძის რეჟიმის აჭარიდან გაშვებას იხსენებს.

“დღეს 6 მაისია. 12 წლის წინ ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალი, თვითგამოცხადებული ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე, რუსი გენერლის ნეტკაჩიოვის და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზის მხარდაჭერით ღიად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას; მისმა კერძო არმიამ ნეტკაჩოვის მეთაურობით არ გამატარა უკანონო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ აბაშიძე იძულებული გახდა გაქცეულიყო ბათუმიდან . 6 მაისსვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შეყვანილი იქნა საქართველოს სამხედრო შენაერთები.

პირველივე დღიდან აჭარის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ვარშალომიძის მეთაურობით შეუდგა რეგიონის ინტენსიურ განვითარებას. რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აჭარა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონად იქცა. მისი წასვლის შემდეგ ლევანის პროექტების უმრავლესობა შეჩერდა და არ დაწყებულა პრაქტიკულად არცერთი ახალი მასშტაბური პროექტი. როიალ კარრიბიანის პორტის, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხულოს სათხილამურო კურორტის შემდგომი განვითარების, მერიაში აეროპორტის გადატანის, გონიოს ხიდისა და ბათუმის ბულვარის ორჯერ გაგრძელების პროექტი, ასეულობით ტურისტული ობიექტის მშენებლობის შეჩერების შედეგად დაიკარგა ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ…

დღეს, ლევანი ჩემთანაა სტუმრად. 8 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის რეგიონალურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ლევან ვარშალომიძე უნდა დაბრუნდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და გააგრძელოს რეგიონის აღმშენებლობის საქმე.

გიორგობას გილოცავთ ყველას!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშია და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატის მიმართ დადებითი პოზიცია მაქვს