მიხეილ სააკაშვილი – ვულოცავ ხალხს და ოპოზიციას გუშინდელ წარმატებას, მადლობა თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, მარიკა მიქიაშვილს

მე, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვულოცავ ქართველ ხალხს და ოპოზიციას გუშინდელ წარმატებას. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი დელეგაციის წევრებს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს და მარიკა მიქიაშვილს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, „საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას“.

„დიდი მადლობა ლიეტუვის დელეგაციას და ემანუელის ზინგერისს, ასევე უკრაინის დელეგაციასა და ოლექსეი გონჩარენკოს, ჩემი, მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის აქტიური მხარდაჭერისთვის. საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ გარეთ
შემდეგი სტატიათბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა