მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ გროისმანსა და პეტრო პოროშენკოს შეხვდა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ გროისმანსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. როგორც თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და მასზე ოდესის გუბერნატორის მიერ წამოყენებული საკითხები განიხილებოდა.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საუბარი შეეხო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ოდესის ახალი საბაჟოს ფუნქციონირებას, გზების მშენებლობას, პროკურატურის, უკრაინის უსაფრთხოებისა და ფისკალური სამსახურების საკადრო საკითხები.

ოდესის გუბერნატორის განცხადებით, ვლადიმირ გროისმანმა პიროდა დადო, რომ აღნიშნულ საკიხებზე თავის წინადადებებს რამდენიმე დღეში წარმოადგენდა. მიხეილ საკაშილი პრემიერის საბოლოო პასუხს 23 აპრილს ელის.

შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში ვლადიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობები აქვს. “მე მზად ვარ დავეხმარო მიხეილს და ადმინისტრაციების სხვა ხელმძღვანელებსა და მერებს იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად იმუშაონ”, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბაგებში 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაყოფილი პოლიციელები მოსამართლემ დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა