მიხეილ სააკაშვილი: “ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია “

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

პუტინი: სააკაშვილის უკრაინაში მუშაობა უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაამიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას  ეხმიანება:
“როგორც ყოველთვის, პუტინმა მე გამიხსენა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს და მე მისი მესმის. თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია კარტის სახლივით დაიშლება. პუტინმა მორიგი ტყუილი თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს.

ჩემთან დაკავშირებით იმდენი ტყუილი ილაპარაკა, მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, რომ ცხვირი არ გაეზარდოს”, – წერს სააკაშვილი.

დღეს, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობაზე ისაუბრა.

 

banner
წინა სტატიაშირადას წინ მომიტინგეებმა ნაძვის ხე ძროხის თავებით მორთეს
შემდეგი სტატიამარილ ლე პენი ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდაშია ეჭვმიტანილი