მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის სთხოვს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის სთხოვს, უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს. შესაბამისი წერილი სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე გადასცა.

წერილში საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ აქვს ჩამორთმეული. მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შეუძლებელია ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება. წერილში ის წერს, რომ არ სჭირდება არავითარი თანამდებობა და პრეფერენციები.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში გაუუქმა.

banner
წინა სტატიაშიჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო – არ არის გამამართლებელი, რომ „დაბალი ხელფასი მაქვს და უნდა ჩავიდინო დანაშაული“
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე ივნისის ბოლოს ახალ პარტიას შექმნის