მიხეილ სააკაშვილი: ვისაც ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა

არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.
ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – შარშან სამეგრელოში მხოლოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შეწამლეს, ფაროსანა კი რეგისტრაციას, კადასტრს და საზღვრებს არ ცნობს
შემდეგი სტატია“თერგის” ბაზრობიდან მოვაჭრეები ნივთების გამოტანას ცდილობენ