მიხეილ სააკაშვილი: ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ბარ „პარლამეტში” ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდში ახალ სახეებს მიესალმება.

სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძესთან და მის შვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც აღმოჩნდა, ლევან სანიკიძე დიდი ხანია, მას მხარს უჭერს.

„ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია, მაგრამ გუბაზზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ მისი შვილი იჯდა აქ ჩემთან მაგიდასთან, რომელიც თურმე დიდი ხანია, ჩემი მხარდამჭერია და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც კი ჰქონდა. ძალიან მომეწონა ეს ახალგაზრდა, ლევან სანიკიძე. ლიდერების შემდგომ უნდა იყვნენ ახალგაზრდები, სრულიად ახალი ხალხი იქნება. არაფერი ისე არ იმარჯვებს, როგორც თავდადება და თავგანწირვა. ხალხი მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიყვება – თავდადებულებს. როცა შეგიძლია, რომ უკანმოუხედავად წახვიდე წინ შეტევაზე და არ შეგეშინდეს. ჩვენი ლიდერების პრობლემა რა არის? – თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე. 20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ. გაბედე! აი, გაბედე მაგარი ტერმინია”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი
შემდეგი სტატიაჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს