მიხეილ სააკაშვილი : ვინმე მეტყოდა რომ 40 მილიონს ვერ ვიშოვიდით? 40-ს კი არა, ათჯერ მეტს ვშოულობდით

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ გზის მშენებლობისთვის საჭირო 40 მილიონ ევროს კი არა, ათჯერ მეტს შოულობდნენ.

ოდესის გუბერნატორმა „ოდესა-რენის“ გზაზე, კარავში სამუშაო კაბინეტი მოაწყო, სადაც ჟურნალისტებს შეხვდა.

“უკრაინაში სრული ქაოსი და უწესრიგობაა. არსად არაფერი კეთდება, თუ კორუფცია არ არის და ხალხზე არავინ ზრუნავს. მე პატარა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი. როცა მეუბნებოდნენ, რომ გზის მშენებლობისთვის საჭირო 40 მილიონ ევროს ვერ ვიშოვიდით, საღამოს რომ ვიტყოდი, დილის 06:00 საათზე უკვე მშენებლობა იწყებოდა. და 40 მილიონს კი არა, ათჯერ მეტს ვშოულობდით”, – განაცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, კარავში მუშაობას გააგრძელებს, ვიდრე “ოდესა-რენის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა არ დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე: ხათრით არ ვარ ამ თანამდებობაზე
შემდეგი სტატიაგარემოსდაცვითი მინისტერიალის გახნას ნოდარ ხადური დაესწრო