მიხეილ სააკაშვილი: ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ

ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს წევრის, საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის საქმეს.

მისი თქმით, ამ ყველაფერს “ერთად უნდა მოუღონ ბოლო”:

ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის და ქვეყნისთვის! ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ გაიყიდა!
ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე – ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს.
ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!“- წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე:ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და როგორც ექიმისთვის, ასევე როგორც პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს ბაზარში
შემდეგი სტატიადაპირისპირება კოვიდპასპორტებზე – რატომ არის საჭირო 2 “მწვანე პასპორტი”