“ბაყაყებს გვალვა დაუდგათ და აყიყინდნენ. ეს არსება მცხეთა მთიანეთის გუბერნატორი იყო ჩემ დროს და დღედაღამ ლოთობდა და ქრთამებს იღებდა, ამის გამო მოვხსენით.
ახლა მე მაინტერესებს მაღლაფერიძე რამხელა სახლში ცხოვრობს, აუცილებლად მოვიკითხავ”,_ ამ განცხადებით ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას, რითაც ის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ “იმედს” და “პოსტივის” სოლიდარობას უცხადებს.
ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა: რაც შემეძლება გვერდში დავუდგები და მხარს დავუჭერ ტელეკომპანია “პოსტივის” და ტელეკომპანია “იმედს”.

















