საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_საქართველომ ბუდაპეშტის გაჩერება უკვე გაიარა 2018-ში და 2021-ში და არ ისარგებლა ამით. ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა.
უნგრეთი განმეორდება წელს სერბეთის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც სერბები ევროპის მხარდაჭერით დაამარცხებენ მოსკოვის ვუჩიჩს, რომელმაც მოსკოვის თხოვნით ივანიშვილის ზებრა-პრეზიდენტი მიიღო და ჩაიხუტა როგორც ძველი მეგობარი და რომელიც თითქმის ისეთივე ჯიბიდან გავარდნილი ყაჩაღია, როგორც აქაური ჯაყო. ხოდა ამჯერად ეგ დაკარგავს ხელისუფლებას.
















