მიხეილ სააკაშვილი: უნდა ვიმუშავოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან

„ახლა ერთადერთი გზა არის ძალმომრეობის შეკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმუშავოთ ყველასთან, პოლიციასთან, სპეცრაზმთან, აპარატის შიგნით ხალხთან. უკაცრავად, ამ სპეცრაზმელებს დედები და მამები არ ჰყავთ? ყველასთან უნდა მივიდეთ, დედასთან, მამასთან, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები. ისინი ხომ ემსახურებიან საქართველოს დანგრევას და განადგურებას?! ისინი არა მხოლოდ საქართველოს აღარ იცავენ უკვე, მათი ლოზუნგი „ვემსახურებით საქართველოს“ უკვე სასაცილოდაც ჟღერს. ისინი ანგრევენ, ანადგურებენ საქართველოს და ემსახურებიან მხოლოდ ერთს – „გაზპრომის“ მთავარ აქციონერ-ივანიშვილს. უნდა ველაპარაკოთ მათ დედებს, მამებს, მასწავლებლებს. უნდა მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი უნდა იყოს ცნობილი. ახლა უკვე ვმუშაობთ, რომ თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ. ყველასთან უნდა ვიმუშავოთ და ვილაპარაკოთ“,-განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მათი ბრძოლა საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდება.

„გეგმა არის მხოლოდ ერთი – ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე, არჩევნების შედეგების ქართველი ხალხის დაბრუნებისთვის, საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, სამართლიანობისთვის, თითოეული ქართველის სამართლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ჭაობიდან თავის დაღწევისთვის. ჩვენ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი: წავედით რეპრესიებისა და სამოქალაქო ომის გაკვალულ ბილიკზე
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება ნიკა მელიას დაცვას