მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის პრეზიდენტი ეთნიკური უკრაინელი უნდა იყოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ თითქოს იგი უკრაინის პრეზიდენტობას უმიზნებს. მან ინტერვიუ მისცა ტელეარხ “Настоящее время” -ს.
“მე არ გამაჩნია ამბიცია, რომ ვიყო უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად ეთნიკური უკრაინელი უნდა იყოს, თუმცა ეთნიკურობა უკრაინაში არაერთგვაროვანი მცნებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც უნდა იყოს უკრაინაში დაბადებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება აქ გაატარა. მე ჩამოვედი უკრაინაში ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ აქ არ დავბადებულვარ და აქ არ გამიტარებია მთელი ცხოვრება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში აპირებს პოლიტიკით დაკავდეს.
“როგორც კი უკრაინაში იქნება ნორმალური ხელისუფლება, არ იქნება ზეწოლა სასამართლო სისტემაზე, უკრაინა დამიბრუნებს მოქალაქეობას. მე აქ პოლიტიკით დავკავდები”,- აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიდადიანის ქუჩაზე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაიური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს