მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს ყირიმის დაბრუნებას დაჰპირდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს ყირიმის დაბრუნებას დაჰპირდა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მარშის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ დავბრუნდით მაიდანზე და ყირიმსაც დავიბრუნებთ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, პუტინური სისტემა უკრაინაში ვერ იარსებებს. პირდაპირ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. ყველა პროკურორს ვაჩვენებთ, რომ ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. მეორე, ჩვენ ეროვნული პრაიმერიზი უნდა ჩავატაროთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – გარდაცვლილია მამაკაცი
შემდეგი სტატიაპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია ერთხმად მიიღო