ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს მესაზღვრის დღეს ულოცავს და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ტექსტთან ერთად ე.წ. “სელფს” აქვეყნებს:
“დღეს უკრაინაში მესაზღვრის დღეა. მე ვიყავი მესაზღვრე საბჭოთა დროს, როცა კიევის უნივერსიტეტში ყოფნისას გამიწვიეს. ჩემი მსახურების პერიოდი უკრაინაში გავატარე და ჩემთან ერთად ყველა ჯარისკაცი უკრაინელი იყო. ზუსტად არმიაში გავიგე პირველად ნამდვილი უკრაინული სოფლელი ბიჭებისგან, ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.