მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ გამორიცხავს (video)

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესის

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა“უკრაინის ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაერთიანდა, ეს იყო ჩემი შემოყვანა უკრაინაში. ყველა ოპოზიციური ლიდერი იყო საზღვარზე. კრაკოვეცში საზღვარზე რომ მივედი, ავიღე ტელეფონი და საზღვრის მეორე მხარეს შეკრებილებს მივმართე, იქ ათასობით ადამიანი იყო, ვერ ვცნობდი ყველას და შემდეგ დღეებში რომ ვხდებოდი მათ მითხრეს – “შენ რომ მოგვმართე იმან მოგვქოქაო”. მიმართვიდან ზუსტად ხუთ წუთში გამოარღვიეს – მე ეს გეგმა არ მქონია. მაშინ იგივე ეიფორია იყო რაც ვარდების რევოლუციის დროს. იგივე იყო რაც მაიდნების დროს მინახავს აქ” – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გააკეთა.

უკრაინელებს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება სურთ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ გამორიცხავს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ოპოზიცია გაერთიანდება.

„უკრაინის ოპოზიცია ერთადერთ შემთხვევაში გაერთიანდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო ჩემი შემოყვანა უკრაინაში. ყველა ოპოზიციური ლიდერი იყო საზღვარზე,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში თანამდებობის ამბიციები არ აქვს.

„მე მიმაჩნია, რომ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს აქ სიტუაციის შეცვლაში. ჩემი აზრით, უკრაინა უნდა მართონ უფრო სტაჟიანმა უკრაინელებმა, ვიდრე მე, მაგრამ ეს უნდა იყვნენ ახალი უკრაინელები,“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ის უკრაინელი პოლიტიკოსია, მაგრამ ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. გული წყდება ყველა იმ პროექტზე, რომელიც მისი ხელისუფლების დროს დაიწყო და უსამართლოდ გაჩერდა.

 

https://youtu.be/8IpQzL9ntM8

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ევროპული საქართველომ გააძლიერა ივანიშვილი (video)
შემდეგი სტატია(video) მიხეილ სააკაშვილი:ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი გაქნილი ოროსანია