მიხეილ სააკაშვილი – უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს ინვესტორებში „გადამგდების“ რეპუტაცია აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინას უცხოელ ინვესტორებში „გადამგდების“ რეპუტაცია აქვს.

„უცხოური ინვესტიცია უკრაინის მთლიან შიდა პროდუქტში 2 პროცენტზე ნაკლებია, საიდანაც ნამდვილი უცხოური ინვესტიცია 0.2 პროცენტზე ნაკლებია,“- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Украина 24-თან საუბარში.

მისივე თქმით, ინვესტიციის გზით ქვეყანაში შესული ფული უკრაინელებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს.

„ეს კი არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ „გადამგდები“ არავის უყვარს. უკრაინას, უკრაინელ ჩინოვნიკებს, სახელმწიფოს გადამგდების რეპუტაცია აქვთ“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის ელჩი – ვიმედოვნებთ, პოლიტიკური პარტიები მოძებნიან კომპრომისს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი