მიხეილ სააკაშვილი : უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის განვითარებისათვის ბრძოლას იწყებს და უკრაინელებთან ერთად უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.

„ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა, ფეხზე დაყენება. აქ, დაახლოებით, ის არის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს – რეფორმები შეჩერდა, გაიჭედა, კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი იყო და არის უკმაყოფილო. ხალხს უნდა დარაზმვა და წინ წაყვანა. ხალხთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტა. მე ამაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე აქ მაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა. მთელ უკრაინაში ხალხმა დაინახა არა მხოლოდ საქართველოში რაც გავაკეთეთ, არამედ აქაც რისი გაკეთება შევძელით ურთულეს პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებას წინ ვერავინ დაუდგება. უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში უახლოეს თვეებში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიამ რუმინელ დიპლომატებთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა
შემდეგი სტატია,,პეტრო პოროშენკოს მხრიდან ხატია დეკანოიძესთან და სხვებთან ჩემი შედარება უხერხულია”