მიხეილ სააკაშვილი: უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს

ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი გადის წლევანდელი წლის ოქტომბერზე, უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს. ემზარი უნდა დაბრუნდეს სახლში, ზუგდიდში – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქზე და ზუგდიდელ ემიგრანტთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი ზუგდიდიდან, ფრენის დროს, რომელიც პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე იმიტომ, რომ თავის სახლში ვერაფერი ვერ იპოვა.
ახლა, რომ ყოფილიყო ლაზიკა, მინიმალური ხელფასი ემზარისთანა ადამიანებისთვის, იქნებოდა 2000 ევრო საქართველოში და აქ, ასე ვხვდებით აეროპორტიდან აეროპორტში, სადღაც შემთხვევით ქუჩაში, ქართველ ტაქსის მძღოლებს პოლონეთში, ყველა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება – ჩვენ შევძლებთ ეს გავაკეთოთ!
ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი გადის წლევანდელი წლის ოქტომბერზე, უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს. ემზარი უნდა დაბრუნდეს სახლში, ზუგდიდში – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშილერი ხაბელოვი: ოლიმპიური პარკი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ირაკლი ღარიბაშვილის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: დღეს თქვენ შემოგცქერით ჩვენი მომავალი თაობები