საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უახლოეს თვეებში გარდაუვალია ინდოელების მასობრივი შემოყვანა მშენებლობებსა და კომუნალურ სამუშაოებზე დასასაქმებლად.
„მე ყოველთვის მინდოდა, ბევრი ტურისტი შემოსულიყო განვითარებული ქვეყნიდან, ფული დაეხარჯათ ქართულ ბიზნესებში და გასულიყო. ამათ შემოჰყავთ უცხოელები ძირითადად დაბალი განვითარების ქვეყნებიდან, მათ მიაქვთ ქვეყნიდან გაძევებული ქართველების ადგილები. ქმნიან ბიზნესებს და მიაქვთ ქართველების ფული. ეს არის ძალიან მწარე რეალობა – ხდება მრავალეთნიკური ქართველი არის გენეტიკური კოდის გამოცვლა.
საქართველოში თანდათან ჩნდებიან ვაკინსკაია ობლასტ, ჩუღურეთის ხალიფატი, რამდენიმე ადგილის რაჯასტანი. რატომ ხდება ეს ასე? მარტივია, დიქტატურას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ძირძველი მოსახლეობა, უცხოელები ნაკლებ ხელფასს კმაყოფილდებიან და არ ჯანყდებიან, მათთვის მთავარია ფულის გაკეთება და თუ ეს ნიშნავს ეთნიკური ქართველების, აზერბაიჯანელების და სომხების, ინდუსებით, პაკისტანელებით, რუსებით, ნიგერიელებით ჩანაცვლებას, ეს კლეპტოკრატიული რეჟიმი ამას მხოლოდ მიესალმება და ყველანაირად უწყობს ხელს. თუ არ მოვაშორეთ, საქართველო აღარ იარსებებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.














