მიხეილ სააკაშვილი – უახლოეს მომავალში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია

ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა, გადამიყვანეთ. მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

წინა სტატიაშიხაზარაძე: ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, ადამიანი რომ მოკლა, ბიზნესში იმის ტოლფასია
შემდეგი სტატიამდინარაძე – არ ვიცი, რა ეწყინათ, ის რომ მეცენატად იქნა ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული