მიხეილ სააკაშვილი: “tv 1-ის დამფინანსებელმა რომელსაც დაჭერით ემუქრებიან, არხის მხარდაჭერა შეწყვიტა”

“tv 1-ის დამფინანსებელმა რომელსაც დაჭერით ემუქრებიან, არხის მხარდაჭერა შეწყვიტა. ჩემი სოლიდარობა TV1-ს და ფორმულას”, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ “პოსტში”, ოპოზიციურ ტელე-არხებს “ტვ პირველსა” და “ფორმულას” სოლიდარობას უცხადებს.

“tv 1-ის დამფინანსებელმა რომელსაც დაჭერით ემუქრებიან, არხის მხარდაჭერა შეწყვიტა. ჩემი სოლიდარობა TV1-ს და ფორმულას.
მოვუწოდებ ქართული ბიზნესის დარჩენილ პრო-დემოკრატიულ ნაწილს, მაქსიმუმი ქენით, რათა გადაარჩინოთ ეს არხები დახურვას”, – წერს მესამე პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში“პროცესუუნარო” – „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შედის
შემდეგი სტატია“ძალაუფლება ხდება მიზანი, მსახურება – ინსტრუმენტი, ხოლო განსხვავებული ხმა საფრთხედ აღიქმება” – არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა