საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ქართველ ხალხს თუ მართლა სურს თავისუფლება, ის მას ბრძოლით მოიპოვებს.
,,დაიმახსოვრეთ, რუბიო, რომელსაც თავზე აყრია ირანი, ვენესუელა, კუბა და ბევრი სხვა რამ, აქ არ ჩამოვა ჩვენს მაგივრად, ჩვენი საქმის გასაკეთებლად, ისედაც საკმარისად დაგვაცადეს.
თუ ქართველ ხალხს მართლა სურს თავისუფლება, ის მას ბრძოლით მოიპოვებს. ხონჩით თავისუფლებას არავინ მოგვართმევს, როგორც უდიდესმა უკრაინელმა, ტარას შევჩენკომ (რომლის სახელობის უნივერსიტეტიც დავამთავრე კიევში) დაგვიბარა:
Борітеся – поборете! იბრძოლეთ და სძლევთ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

















