26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: თბილისის დაძმობილებულმა ქალაქმა ზაარბრიუკენმა გაწყვიტა თბილისთან ურთიერთობები “ოცნების” ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის გამო

“თბილისის დაძმობილებულმა ქალაქმა ზაარბრიუკენმა გაწყვიტა თბილისთან ურთიერთობები “ოცნების” ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის გამო,- განცხადებას აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დაძმობილებული ვიყავით. პიონერთა სასახლეში არაერთხელ შევხვედრივარ საარის მხარის ცნობილ პრემიერს ოტო ფონ ლამსდორფს, რომელიც მის ელეგანტური ცოლთან ერთად ხშირად სტუმრობდა საქართველოს. 90-იან უბედურ წლებში ის სულ ეხმარებოდა საქართველოს.

შემდეგ როგორც პარლამენტარი ვარ ნამყოფი ზაარბრიუკენში. ამ მშვენიერ გერმანულ ქალაქში არსებობს თბილისის მოედანი და თბილისში ზაარბრიუკენის სკვერი.

იმისთვის რომ ბოლომდე გავიძლიეროთ სიამოვნება აუცილებლად უნდა დავუძმობილდეთ მზიან აშხაბადს და ახალი ოჯახი შევიძინოთ შუა აზიური ტირანების სახით. აღსრულდა საქართველოს საუკუნეობრივი “ოცნება”! – ვუბრუნდებით მშობლიურ შუა აზიას.

შაჰ აბასი პოპკორნს მიირთმევს – ნახევარი მილიონი ქართველი გასახლდა და ჩვენც გადმოგვესხა ბოლომდე მისი უძველესი გავლენის სფეროს წყალი ევროპის კი არ მესმის – თუ გაყრაა, გაყრა იყოს და დროა ჩამოართვან კალაძეს მისი ევროპული სახლები“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ 50-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. Saarbruecken Zeitung-ის ცნობით, გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაში“განსაკუთრებული მადლობა მიხეილ სააკაშვილს”- ვის უხდის მადლობას ნანუკა ჟორჟოლიანი იზოლატორიდან
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს